loader

"ვერ ისწავლა, როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას" - კუბლაშვილი წულუკიანს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ისწავლა, როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას" - კუბლაშვილი წულუკიანს პასუხობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ურჩევს, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ნაცვლად, მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე იფიქროს. "რაც შეეხება ჩემს ვადას, მე მგონი, მთავრობაშია შემოდგომაზე ცვლილებები მოსალოდნელი და ხომ არ ჯობია, ჯერ ამაზე იფიქროს?" - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას, რომელშიც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ "მოუთმენლად ელოდება 2015 წლის მარტს, როდესაც კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება".

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა "ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას".