loader

"ჯაჭვებით დაბმული ჰყავდათ 4 დღე" - პროკურორი 19 წლის ბიჭის გატაცების საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯაჭვებით დაბმული ჰყავდათ 4 დღე" - პროკურორი 19 წლის ბიჭის გატაცების საქმეზე

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ ყოფილ კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდებულები: დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია და გიორგი ქალდანი პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, სრულად დაეთანხმნენ. დურმიშხან ღვარჩლიანს, ჯემალ შონიას და გიორგი ქალდანს ადვოკატები არ ჰყავდათ. მხოლოდ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატმა ვლადიმერ კიკნაძემ დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას, რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

იხილეთ: 300 ათასი დოლარისთვის მძევლად აყვანილი 19 წლის ბიჭი და გამტაცებლების დაკავების კადრებ