loader

"შენ, ზურა, რაღაც ძველბიჭობ, ხო იცი ბოლო დროს..." - ვოლსკი ჯაფარიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ, ზურა, რაღაც ძველბიჭობ, ხო იცი ბოლო დროს..." - ვოლსკი ჯაფარიძეს

"ნუ ყვირიხართ მაქედან შენ, ზურა, რაღაც ძველბიჭობ ხომ იცი ბოლო დროს, არ შეიძლება ასე ლაპარაკი... - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უმცირესობის წევრს ზურაბ ჯაფარიძეს და ზოგადად, უმცირესობას მიმართა.

კამათი მათ შორის "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვა, რომლის გათვალისწინებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის ვადები ხუთ-ხუთი წლით მცირდება. უმცირესობა აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "რაც ამნისტიით ვერ გაბედეს, აღნიშნული კანონპროექტით ბედავენ".

ვოლსკიმ, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, ოპონენტებს იმით უპასუხა, რომ ქვეყანაში ერთადერთი დესტაბილიზაციის შემომტანი არის საზოგადოების დეზინფორმირება, დაზაფვრა, ბნელი სურათის დახატვა, რითაც მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი არიან დაკავებული.

იხილეთ:

"ქალბატონო ჩიტულია" - ნუკრი ქანთარია ჩიორა თაქთაქიშვილს

"გაგაგორებინებდი კოჭს, ქალი ხარ, პროსტა" - "ქუჩის ბირჟა" პარლამენტში

"შე დუქნის ლომო" - ცაგარეიშვილმა ბობოხიძეს პარლამენტის სხდომაზე ბოთლი ესროლა