loader

წმ. ბარბარეს ეკლესია ორმა არასრულწლოვანმა გაქურდა - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წმ. ბარბარეს ეკლესია ორმა არასრულწლოვანმა გაქურდა - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობაზე ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დავით ლ. და 1997 წელს დაბადებული გიორგი ე. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ჯგუფურად გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებულებმა 14 ოქტომბერს, ღამის საათებში, თბილისში, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის კარი შეამტვრიეს და შესაწირის ყუთი გატეხეს, საიდანაც ფული მიითვისეს. ასევე, ჯვრები, ხატები და სხვადასხვა საეკლესიო ნივთი გაიტაცეს. დავით ლ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პატარა ხატები, გიშრით გაწყობილი ოქროს ჯვარი, ფსალმუნები, ორი კრიალოსანი, ძეწკვები და ბეჭედი, ხოლო გიორგი ე-ს ბინის ჩხრეკისას საეკლესიო სამაჯური და ასევე, ბეჭდები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

იხილეთ: ჩამოგლეჯილი ხატები და სიწმინდეები იატაკზე - წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია დაარბიეს