loader

ტყის სოკომ 5 წლის გოგონა იმსხვერპლა - ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყის სოკომ 5 წლის გოგონა იმსხვერპლა - ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სოკოთი მოწამვლის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა კლინიკაში რუსთავიდან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. სოკოთი მოიწამლნენ მისი მშობლებიც და ბაბუა.

ამჟამად იაშვილის კლინიკაში სოკოთი მოწამლული სამი პაციენტი მკურნალობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ექსპერტმა, ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ აღნიშნა, სამი პაციენტიდან ორი ძმა ქარელის რაიონიდან არის, ერთმა კი კლინიკას გუშინ რუსთავიდან მიმართა.

ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ტყეში დაკრეფილი სოკოს მიღებისგან, განსაკუთრებით კი, მათი რეკომენდაციაა, ბავშვებს სოკო არ აჭამონ. ექსპერტ-ტოქსიკოლოგის ცნობით, სოკოთი მოწამვლა ძალიან აგრესიულია და ამერიკაში მოზრდილებში ლეტალური შემთხვევები 50%-ში ფიქსირდება, ბავშვებზე კი სასიკვდილო მაჩვენებელი ბევრად მეტია.