loader

"სადაც ჩემს შვილებს სძინავთ, იქ კაცს დავაბმევინებდი?!" - ახალი დეტალები 19 წლის ბიჭის გატაცების საქმეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადაც ჩემს შვილებს სძინავთ, იქ კაცს დავაბმევინებდი?!" - ახალი დეტალები 19 წლის ბიჭის გატაცების საქმეში

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე მომღერალი ზურაბ კობეშავიძე და მისი ძმა, ჰამლეტ კობეშავიძე დაიკითხებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

ამასთან, გიორგობიანმა განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აგარაკი, სადაც გამტაცებლებს გიორხელიძე ჰყავდათ, კობეშავიძეებს ეკუთვნით. გიორგობიანის თქმით, გამოძიებას აქვს კობეშავიძეების სიძის, მამუკა ჭუმბურიძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ აგარაკი მისია. მამუკა ჭუმბურიძის თქმით, მან სახლის გასაღები მეგობარს, ამჟამად დაკავებულ დურმიშხან ღვარჩლიანს ათხოვა, თუმცა არ იცოდა დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. "სადაც ჩემს შვილებს სძინავთ, იქ კაცს როგორ დავაბმევინებდი?!" - განუცხადა ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ღვარჩლიანთან აფხაზეთის ომის შემდეგ მეგობრობს, სადაც მასთან ერთად იბრძოდა. ჭუმბურიძე აცხადებს, რომ აგარაკით ღვარჩლიანს მანამდეც უსარგებლია, მეგობრებთან ერთად არაერთხელ ასულა.

იხილეთ:

"ჯაჭვებით დაბმული ჰყავდათ 4 დღე" - პროკურორი 19 წლის ბიჭის გატაცების საქმეზე

300 ათასი დოლარისთვის მძევლად აყვანილი 19 წლის ახალგაზრდა და გამტაცებლების დაკავების კადრები