loader

სააკაშვილი "ფეისბუქზე" ვიდეოს ავრცელებს: "მთავრობა შეურაცხყოფს დაღუპულ გმირთა ხსოვნას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი "ფეისბუქზე" ვიდეოს ავრცელებს: "მთავრობა შეურაცხყოფს დაღუპულ გმირთა ხსოვნას"

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. ”გუშინ საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა "აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის". ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.

"თვითგამორკვევა" ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის" საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე, როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს" - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ექსპრეზიდენტი და ტექსტს თან ურთავს ვიდეოს, სახელწოდებით "წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე".