loader

სტუდენტი გოგონები ერთმანეთს სცემენ, მასწავლებელი მობილურით იღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტი გოგონები ერთმანეთს სცემენ, მასწავლებელი მობილურით იღებს

რუსეთში, ქალაქ კემეროვოს ხალხური რეწვის ტექნიკური სასწავლებლის პედაგოგმა მეორეკურსელი სტუდენტების ჩხუბი გადაიღო, ისე, რომ მუშტი-კრივის შეჩერება არც უცდია, შემდეგ კი ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ჩანაწერში გოგონები ერთმანეთს სახეში ურტყამენ, სანამ ერთ-ერთ მათგანს მეგობარი არ დააწყნარებს, რის შემდეგაც ყველაზე საინტერესო იწყება, კადრს მიღმა ისმის კითხვა - რატომ იქცევიან სტუდენტები ასე. თუ გოგონების პასუხით ვიმსჯელებთ, ისინი მასწავლებელს ელაპარაკებიან.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთი გოგონას მამამ განაცხადა, რომ მასწავლებელს სასამართლოში უჩივლებს. ამჟამად, სასწავლებელში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც ინციდენტის გარემოებებს შეისწავლის.