loader

სამაუწყებლო ტექნიკის პირველი გამოფენა და "სონის" უახლესი აპარატურა "პალიტრა TV"-სთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაუწყებლო ტექნიკის პირველი გამოფენა და "სონის" უახლესი აპარატურა "პალიტრა TV"-სთვის

საქართველოში პირველად, სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენაში ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები მონაწილეობენ. ღონისძიების ორგანიზატორები რეგიონის წამყვანი სამაუწყებლო ტექნიკის დისტრიბუტორი კომპანია "ინოვატორი" და "ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი" არიან.

3-დღიან გამოფენაზე, სამაუწყებლო ტექნიკის სხვა ცნობილ მწარმოებლებთან ერთად, "სონის" პროდუქციაც არის წარმოდგენილი. კომპანიის წარმომადგენელი "სონის" უახლესი კამერის, PXW-X160-ის უპირატესობებს გვაცნობს.

18 ოქტომბერს "სონი", "ინოვატორი", Linear Acoustic-ი და "პალიტრა TV" მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც, პარტნიორობის ფარგლებში ტელეკომპანიის გადაიარაღება მოხდება. იგეგმება ტექნიკური პერსონალის გადამზადება. იანვრიდან კი "პალიტრა TV" ახალ სატელევიზიო სეზონს HD ფორმატში დაიწყებს.