loader

რა ხდება აჭარაში 5-ბალიანი შტორმის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება აჭარაში 5-ბალიანი შტორმის შემდეგ

აჭარის სანაპირო ზოლში 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმში შეიქმნა კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.

Aftermath of a 5-point storm in Adjara - Watch the video on georgianews.ge