loader

როგორ იცავს თავს საქართველო ებოლას ვირუსისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იცავს თავს საქართველო ებოლას ვირუსისგან

ებოლას ვირუსის თავიდან ასაცილებლად საქართველო მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გამოიცა განკარგულება, რომელშიც გაწერილია სხვადასხვა უწყების პასუხისმგებლობა ქვეყანაში, ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში. ჯანდაცვის სამინისტროში, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, შექმნილია შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს სამოქმედო გეგმის დეტალიზაციაზე.

4 ქვეყნიდან: ნიგერია, ლიბერია, გვინეა, სიერალეონე, საზღვარზე შემოსული ყველა ადამიანი გადის სათანადო შემოწმებას. 21 დღის განმავლობაში (მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ მათზე დაკვირვებას. ამ დროისთვის ამ 4 ქვეყნიდან სულ 86 ადამიანი შემოვიდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება 13 ადამიანი.