loader

"კრიმინალში კაცებმა "იყოჩაღეს" და ქალის კვლა არის დაწინაურებული" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კრიმინალში კაცებმა "იყოჩაღეს" და ქალის კვლა არის დაწინაურებული" - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წელს საქართველოში კაცების მიერ ქალთა კვლაა დაწინაურებული. "ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რასაც ჰქვია ქალის კვლა. წელს საქართველოში, კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა არის დაწინაურებული და ეს არის არა მხოლოდ დანაშაულის პრობლემა, ეს არის აგრეთვე ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, 2014 წლის 19 ივნისს, როდესაც მან ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სტამბულის კონვენციას მოაწერა ხელი, მას ჰქონდა განცდა, რომ იყო მარტო. მისივე თქმით, გაეროს ქალთა ასოციაციის გარდა, არავის შეუქია ეს საქციელი არასამთავრობო სექტორიდან და არავის უთქვამს, რა კარგი რამ გააკეთა.