loader

პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის სახლთან დაკავებული ექვსი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული შვიდი პირიდან ექვსი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 22 ოქტომბრისთვის გადაიდო.

გათავისუფლების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ, რომელიც საპროტესტო აქციის დროს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. რომეო საჯაიამ აღნიშნა, რომ მისი დაკავების ერთადერთი მოტივი არის ის გარემოება, რომ იგი ახალაიების ადვოკატია.

იხილეთ ასევე: დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე

"ასეთია ადვოკატის ბედი..." - ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების სიმღერა შს სამინისტროსთან