loader

პოპულარულ ამერიკულ სერიალში აფხაზეთი, როგორც საქართველოს რეგიონი მოიხსენიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოპულარულ ამერიკულ სერიალში აფხაზეთი, როგორც საქართველოს რეგიონი მოიხსენიეს

Castle-ი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. კრიმინალური დრამის პრემიერა 2009 წელს შედგა და ამჟამად მეშვიდე სეზონი მიმდინარეობს.

სერიალი მწერალ რიჩარდ კასლზე მოგვითხრობს, რომელიც პოლიციას ეხმარება მკვლელობის საქმეების გამოძიებაში. მეოთხე ეპიზოდში, რომელიც 20 ოქტომბერს გავიდა, კასლი და დეტექტივი ბეკეტი მკვლელობას იძიებენ. მსხვერპლი, რომელიც მკვლელმა ნაყინის მანქანაში მოკლა, ახალგაზრდა აფხაზი ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც დეტექტივებმა უკვე მკვლელის ვინაობა იციან და მის პოვნას ცდილობენ, ერთ-ერთმა გამომძიებელმა აღნიშნა, რომ დამნაშავე აფხაზეთიდან, საქართველოს რეგიონიდან არის და იძებნება სხვადასხვა დანაშაულის გამო.

Abkhazia mentioned as a region of Georgia in American TV series - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ:

ტომ კრუზის ფილ­მში სა­ქარ­თვე­ლოს დასცინიან

ნიკოლოზ არზიანი - მოძალადე ქართველი პოლიტიკოსი ამერიკულ სერიალში

სერიალ "ნიკიტას" ახალი ფილმი საქართველოს ტახტის მემკვიდრის გადარჩენაზეა