loader

უცნობი პირი კანადის პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნობი პირი კანადის პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

კანადის პარლამენტში ინციდენტი მოხდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, უცნობმა პირმა ქვეყნის დედაქალაქ ოტავაში პარლამენტის შენობასთან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა და 30-მდე გასროლა განახორციელა.
პოლიციამ აღნიშნული პირის ლიკვიდაცია განახორციელა. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცმა თავდაპირველად ცეცხლი იმ სამხედროებს გაუხსნა, რომლებიც პარლამენტთან ახლოს სამხედრო მემორიალთან საპატიო ყარაულში იდგნენ, რის გამოც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭირა.
ამ დროისთვის ქვეყნის პრემიერმა სტივენ ჰარპერმა პარლამენტის შენობა დატოვა და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.