loader

უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება - ირინა იმერლიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება - ირინა იმერლიშვილი

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება, - ამის შესახებ ჟუნალისტებს იაპონიაში ვიზიტით მყოფმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სთხოვა. უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბრისთვის არის დანიშნული და სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი ირაკლი ალასანიას ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში. როგორც ალასანიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და აქვს სურვილი, სხდომას დაესწროს.