loader

მოსკოვში 40 წლის ადვოკატი ცოლთან ერთად ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში 40 წლის ადვოკატი ცოლთან ერთად ჩაცხრილეს

მოსკოვში, ოდინცოვსკის რაიონში 40 წლის ადვოკატი ვიტალი მოისეევი ცოლთან ერთად ჩაცხრილეს. 24 ოქტომბერს, დილით, ქილერი ცოლ-ქმარს სახლთან დახვდა და ეზოდან მანქანით გამოსულებს გაუხსნა ცეცხლი. ვიტალი მოისეევი დაკავშირებული იყო ე.წ. ორეხოვსკის კრიმინალურ დაჯგუფებასთან. სასამართლოში ის დეპუტატის და მოსკოვის ბაზრის დირექტორის, სერგეი ჟურბის ინტერესებს იცავდა, რომელიც კრიმინალური ჯგუფის მსხვერპლი გახდა. 2014 წლის 4 ივნისს, სასამართლო პროცესის დღეს, რომელზეც ჟურბს ჩვენება უნდა მიეცა "ორეხოვსკის" ლიდერის, დიმიტრი ბელკინის წინააღმდეგ, ქილერებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მამაკაცი გადარჩა. ხოლო 22 ივლისს დამნაშავეებმა ჟურბის მანქანას გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც მისი პირადი მძღოლი დაიღუპა, რომელიც ასევე საქმეზე მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო.

შეგახსენებთ, "ორეხოვსკის" საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ადვოკატი ტატიანა აკიმცევა მოკლეს სექტემბერში მოსკოვის ცენტრში. აკიმცევა კრიმინალური დაჯგუფებისგან დაზარალებულებს წარმოადგენდა სასამართლოში. 22 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ დაჯგუფების ლიდერს, დიმიტრი ბელკინს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, ოლეგ პრონინს - 24 წელი.

ასევე იხილეთ: მოსკოვში ცნობილი ადვოკატი ქალი მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს