loader

"CV-ში არსად მიწერია, რომ კალაძის ცოლისძმა ვარ" - ხმაური საკრებულოში გიორგი არეშიძის წარდგენისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"CV-ში არსად მიწერია, რომ კალაძის ცოლისძმა ვარ" - ხმაური საკრებულოში გიორგი არეშიძის წარდგენისას

საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა ხმაურით წარიმართა. სხდომაზე ხმაური თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი არეშიძის წარდგენამ გამოიწვია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ არეშიძე თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ ინიშნება, რომ ის ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ცოლისძმაა.

თბილისის მერის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ გიორგი არეშიძის შერჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე იმის გამო არ მომხდარა, რომ იგი კალაძის ცოლისძმაა. "მას საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და უხელმძღვანელებს ისეთ სამსახურს, რომელიც ახალგაზრდულ საქმეებს შეეხება", - განაცხადა გოგლიჩიძემ.

“I am very proud that Kakha Kaladze is my brother-in-law but I am not going live in anybody’s shadow” - Giorgi Areshidze - Watch the video on georgianews.ge