loader

"არ გვინდა იარაღის ხელში აღება" - რა ელოდება სოფელს, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გვინდა იარაღის ხელში აღება" - რა ელოდება სოფელს, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სოფელ მოხეში ადგილობრივ მართლმადიდებელ და მუსლიმ მრევლს შორის დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში არსებული შენობა გახდა. წლების განმავლობაში უპატრონოდ და უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ კულტურის ცენტრის განთავსება გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა მოხელი მუსლიმების გაღიზიანება, რომლებიც აცხადებენ, რომ წლების წინ ნაგებობა, როგორც მეჩეთი, აშენდა. საბოლოოდ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ შენობაში ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც მუსლიმი მრევლისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი შენობაში მეჩეთის დაბრუნებას ითხოვენ.

სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლები აცხადებენ, რომ ნაგებობა სოფელში დანგრეული მართლმადიდებლური ტაძრის ქვებით აშენდა, ამიტომ აქ მეჩეთის გახსნა დაუშვებელია.

სოფელ მოხეში, სადაც 72 კომლი ცხოვრობს, 40-მდე მუსლიმი და 30-მდე მართლმადიდებელი ოჯახია. მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი პოზიციების დათმობას არ აპირებს. ტრაგედიის დატრიალებამდე კი ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სტატია www.kvirispalitra.ge-ზე

‘We do not want to take up arms’ – Confrontation between Christians and Muslims in the village of Mokhe - Watch the video on georgianews.ge