loader

დავით ნარმანიამ ჯილდო "თბილისზე მზრუნველი" ათ ადამიანს გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით ნარმანიამ ჯილდო "თბილისზე მზრუნველი" ათ ადამიანს გადასცა

დედაქალაქის მერიის მიერ ახლად დაწესებული ჯილდო "თბილისზე მზრუნველი" ათმა ადამიანმა მიიღო. მათ ეს ჯილდო დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში გაიმართა.

თბილისზე მზრუნველობისთვის დაჯილდოვდნენ: "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ლიტერატორი, გამომცემელი და მეცნიერი თამაზ ტყემალაძე; მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტების, მათ შორის ჩუღურეთის რაიონის განვითარების გენერალური გეგმის ავტორი გიორგი გიორგაძე; სახალხო დიპლომატიის ცენტრის, ასევე სააქციო საზოგადოება "ენერგოკავშირის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოცირიძე; ვეტერანი ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე; დამსახურებული ინჟინერი აგული სოხაძე; პედიატრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავა; ხელოვნების დამსახურებული მუშაკი, თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე.

"თბილისის მზრუნველის" ჯილდო მიიღო ყვითელი ავტობუსის ერთადერთმა ქალმა მძღოლმა მარგარიტა ნაროუშვილმა და ასევე ჯაბო არაბოვამ, რომელიც როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, უკვე 40 წელია დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. გარდა ამისა, "თბილისზე მზრუნველის" საპატიო ჯილდო უკვე გადაეცა ქალაქ ბრისტოლის ყოფილ მერს, დერეკ პიკაპს.