loader

შემაძრწუნებელი კადრები: ძიძა 11 თვის ბავშვზე ძალადობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაძრწუნებელი კადრები: ძიძა 11 თვის ბავშვზე ძალადობს

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ძიძა 11 თვის ბავშვს სცემდა. მშობლებმა ამის შესახებ ვიდეოსათვალთვალო კამერის დახმარებით გაიგეს.

მშობლები მოყვნენ, რომ ძიძა ინტერნეტში განცხადებით იპოვეს. მამამ ორკვირიანი შვებულებაც კი აიღო, რომ შეემოწმებინა, როგორ გრძნობდა მათი პატარა ვაჟი ძიძასთან თავს.

სამსახურში გასვლის შემდეგ კი მათ შენიშნეს, რომ ბავშვი ქალთან ყოფნის დროს ისტერიკულად ტიროდა და აბაზანის შიში გაუჩნდა, ადრე კი ბანაობა უყვარდა. შედეგად, ცოლ-ქმარმა სასტუმრო ოთახში ფარული კამერის დაყენება გადაწყვიტა. როდესაც ბავშვის მშობლებმა ქალს ჩანაწერი აჩვენეს, იგი ბინიდან გაიქცა. იმავე დღეს 53 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელსაც საბავშვო ბაღში და კერძო ძიძად მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, პოლიციაში განცხადება შეიტანეს.

ასევე ნახეთ:
ძიძა ცხრა თვის ბავშვს სასტიკად სცემს (+18)

პოლიცია ეძებს სადისტ დედას, რომელმაც შვილი ქუჩაში უმოწყალოდ სცემა

მშობლებმა ფარული კამერით შვილის მომვლელის სასტიკი საქციელი გადაიღეს