loader

"დავაი, დაახვიე აქედან!" - დაპირისპირება განათლების კომიტეტში არასამთავრობოებსა და დეპუტატებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავაი, დაახვიე აქედან!" - დაპირისპირება განათლების კომიტეტში არასამთავრობოებსა და დეპუტატებს შორის

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობდა. დეპუტატები ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ, სადაც მთავარ სიახლეს მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის შემოღება წარმოადგენს.

საკომიტეტო განხილვა სამინისტროს წარმომადგენლებსა და კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს შორის დებატებით დაიწყო, რადგან განათლების სამინისტრო და კომიტეტი ამ მიმართულებით ერთიან პოზიციაზე ვერ ჯერდებიან. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დისკუსიაში ჩართვა და კითხვების დასმის სურვილი პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. მათ შორის იყო 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ტარას შავშიშვილი. მათ მცდელობას, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია გამოეხატათ და კითხვა დაესვათ, კომიტეტის წევრების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებასაც.

დეპუტატებმა პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ დაეტოვებინათ საკომიტეტო მოსმენა და მიტინგი 15 ნოემბერს გაემართათ.

კომიტეტის წევრებმა მათი პარლამენტში მისვლა პროვოკაციის მოწყობის მცდელობად შეაფასეს. პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს.