loader

ქალების წინააღმდეგ ძალადობა თანამედროვე მსოფლიოს სირცხვილია - მაია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალების წინააღმდეგ ძალადობა თანამედროვე მსოფლიოს სირცხვილია - მაია ფანჯიკიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გასამართ სპექტაკლში - "სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები" მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საქართველოში იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ღონისძიება იტალიის ელჩის, ფედერიკა ფავის მიერ არის ორგანიზებული. როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, სპექტაკლის დროს მაყურებელი გაეცნობა რეალურ ისტორიებზე აგებულ ნოველებს და ყველა მათგანი ქალებზე განხორციელებული ძალადობის სასტიკ ამბავს მოგვითხრობს.

“Mortally Wounded Women” - Georgian Foreign Minister to participate in a performance - Watch the video on georgianews.ge