loader

სამაშველო ოპერაციის დრამატული კადრები: მდინარე იორში გადავარდნილი მგზავრები უვნებელი ამოიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაციის დრამატული კადრები: მდინარე იორში გადავარდნილი მგზავრები უვნებელი ამოიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე "კიას" მარკის ავტომობილი მდინარე იორში გადავარდა.
მანქანაში მსხდომი იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს 5 თანამშრომლიდან კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ყველას გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევა ნდინარე იორის წყალსაცავზე მოხდა. სამაშველო ოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის, მიშა ოსოშვილის ინფორმაციით, მანქანა წყალმა გვირაბში შეიტანა, რის გამოც წყალაცავში წყლის გადაკეტვა გახდა საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი, გომბირის უღელტეხილზე ნისლი და ცუდი ხილვადობა გახდა.

ინციდენტს საკუთარ ბლოგზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სამსახურების თითოეულ თანამშრომელს პერსონალური მადლობა გადაუხადა. სამაშველო ოპერაციის ამსახველი კადრები იუსტიციის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.