loader

გოგონას მანქანა გაუფუჭდა... როცა მამაკაცების ჯგუფი მიუახლოვდა, ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონას მანქანა გაუფუჭდა... როცა მამაკაცების ჯგუფი მიუახლოვდა, ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდა

ჟურნალ Vogue-ის ინდური ვერსიის რედაქტორებმა ქვეყანაში ქალებზე ძალადობის თემაზე საინტერესო პროექტი შექმნეს. მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვიჩვენებს, როგორ მოეპყრობოდნენ მამაკაცები ქალებს იდეალურ სამყაროში.

 


შეუძლია კი გოგონას საკუთარი ქალაქის ქუჩებში თავი დაცულად იგრძნოს? - ეს კითხვა დასვეს მოკლემეტრაჟიანი ფილმის, Going Home-ის ("გზა სახლისკენ") შემქმნელებმა. მისი რეჟისორი ვიკას ბაჰლია, მთავარი როლი კი ბოლივუდის მსახიობმა ალია ბჰატმა შეასრულა. ფილმი აჩვენებს სიტუაციას, რომელიც ინდოეთისთვის, სამწუხაროდ, უტოპიაა.

ფილმის შემქმნელები მაყურებელს მოვლენების ტრაგიკულად განვითარების მოლოდინს უქმნიან, სიტუაცია კი აბსოლუტურად მოულოდნელად ვითარდება... ფილმის ბოლოს მაყურებელს კითხვას უსვამენ: "შეგვიძლია ამ გოგონას მივცეთ სამყარო, რომლის არსებობისაც მას სჯერა?" პასუხი მარტივია: "შეგვიძლია".