loader

პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს ფარულ მოსმენებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს ფარულ მოსმენებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.

ვეტოს დადების თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენ-მიყურადების და ასევე, კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის კანონიერი უფლება აღარ აქვს - ძალაში დარჩა პარლამენტის მიერ აგვისტოში მიღებული ნორმა, რომლის მიხედვით, შსს-ს "ოტო"-ს სამსახურს 2014 წლის 1-ელ ნოემბრამდე აქვს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის უფლება.

პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული კანონპროექტის გათვალისწინებით კი, სამართლდამცველებს ამის უფლება 28 თებერვლამდე მიეცათ. ამავე დროში პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომლის მიხედვით განისაზღვრება, ვის ხელში იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა - ე.წ. გასაღები და ასევე, სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა ინახებოდეს კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.