loader

იარაღი მიკროფონის ნაცვლად - ქართველი ჟურნალისტები ერთმანეთს სროლაში შეეჯიბრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იარაღი მიკროფონის ნაცვლად - ქართველი ჟურნალისტები ერთმანეთს სროლაში შეეჯიბრნენ

ჟურნალისტების მთავარი იარაღი ამჯერად არა მიკროფონი და კალამი, არამედ ავტომატური კარაბინია. მედიის 30-მდე წარმომადგენელი მიზანში სროლაში საკუთარი თავის გამოსაცდელად ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში შეიკრიბა. დახურული სამოყვარულო შეჯიბრება ჟურნალ "არსენალის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით "პალიტრა მედიის", "არსენალის" და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

შეჯიბრება იმ პროგრამით ჩატარდა, რომლითაც მომზადებას სამხედრო პირები გადიან. ავტომატური კარაბინი M4-დან 100, 200 და 300 მეტრზე მიზანში სროლაში "ჯორჯიან თაიმსის" ჟურნალისტმა დავით გულაშვილმა გაიმარჯვა. მას მთავარი პრიზი - ტირის თოფი გადაეცა. მეორე ადგილი "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორმა თინათინ ციცვიძემ, მესამე ადგილი კი "ალიას" დამფუძნებელმა გიორგი ბრეგვაძემ დაიკავეს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" პირველი ნომერი 2004 წლის 26 მაისს გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ კი ჟურნალმა საიუბილეო, მე-200 ნომერი გამოუშვა.

ავტორები: ნათია ლეშკაშელი, გიგა ხურცილავა