loader

"ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული" - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული" - ირაკლი ალასანია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დაკავებულთა საქმის მასალებს გაეცნო და თავდაცვის უწყების თანამშრომლების უდანაშაულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა.

"გავეცანი იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში", - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, დღეს პრემიერ-მინისტრს გააცნობს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებებსა და მასალებს, რის საფუძველზეც დაკავებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე, არის ის, რომ შევხვდი დაკავებულების ოჯახის წევრებს და ისინი მტკიცედ დგანან. ჩავხედე საქმეს, მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა პრემიერთან. დღესაც მე გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებს და მასალებს, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას", - განაცხადა ალასანიამ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში საქმეს გრიფით "საიდუმლოც" მოეხსნება. ამასთან, ალასანიას განმარტებით, მომხდარის მიუხედავად, ყველა რეფორმა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩვენს ქვეყანას ყველაზე უფრო ჰკრავს, გრძელდება. '"რეფორმები ხორციელდება და არ გაჩერდება. კიდევ უფრო დიდი ტემპებით წავალთ წინ", - განმარტა ალასანიამ.