loader

ქალებო, ქუჩაში მხოლოდ თქვენ არ გავიწროებენ - ამ მამაკაცმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალებო, ქუჩაში მხოლოდ თქვენ არ გავიწროებენ - ამ მამაკაცმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა

ნიუ-იორკის ქუჩებში მამაკაცებს ისევე ხშირად ავიწროებენ, როგორც ქალებს. ამის დასამტკიცებლად, ნიუ-იორკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ამერიკულ მეგაპოლისში ისეირნა. თეთრ მოტკეცილ მაისურსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილმა ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქის ქუჩებში სამი საათი იარა და ამ სეირნობას ფარული კამერით იღებდა. შედეგად, ამ დროის განმავლობაში მას სექსუალური ქვეტექსტის მინიშნებები 30-მდე ადამიანმა უთხრა.

ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებისკენ მას 24 წლის შოშანა რობერტსის ისტორიამ უბიძგა. გოგონამ ვიდეოზე გადაიღო, როგორ აბეზრებენ მას ქუჩაში მამაკაცები თავს. მოძრაობა Hollaback-ის აქტივისტებმა, რომლებიც ქუჩაში ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან, დათვალეს, რომ 10-საათიანი სეირნობის მანძილზე შოშანასთან გასაუბრება 108 მამაკაცმა მოისურვა.

ასევე იხილეთ: 108 მამაკაცი 10 საათში - რისი ატანა უწევთ ქალებს ქუჩაში ყოველდღიურად