loader

საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში

საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორია ყველა თაობისთვის. გამომცემლობა "პალიტრა ელის" ახალი პროექტი საქართველოს ისტორიას ნახატებით გააცოცხლებს. შეეხე, დაინახე, დაიმახსოვრე შენი ქვეყნის ისტორია წიგნების სერიით, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გამოიცემა.

"ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომის - "მეფე თამარის" პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. პროექტს პარტნიორობას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უწევს. პროექტის პრეზენტაციას მწერლები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მუზეუმის დირექტორმა სტუმრებს "ოქროს ფონდი" დაათვალიერებინა.

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია 24 ტომისგან შედგება. შემდეგი წიგნი, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიცემა, მკითხველს "თბილისის ისტორიას" ილუსტრაციებით მოუყვება.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი შეყილაძე

ასევე იხილეთ: ცნობილი სახეები "ილუსტრირებული ისტორიის" პროექტზე