loader

"საქმე, რომელსაც იწყებ, სიყვარულით უნდა აკეთო" - წარმატებული ბიზნესის "ოქროს წესები" მამუკა ხაზარაძისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქმე, რომელსაც იწყებ, სიყვარულით უნდა აკეთო" - წარმატებული ბიზნესის "ოქროს წესები" მამუკა ხაზარაძისგან

როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი? რა არის მთავარი საქმეში წარმატების მისაღწევად? "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, "პალიტრა ტვ"-ის მაყურებელს მთავარ რჩევებს აძლევს:

- ყველა საქმე, რომელსაც იწყებ, გულით და სიყვარულით უნდა აკეთო და ეს საქმე აუცილებლად უნდა სჭირდებოდეს ვიღაცას. თუ საქმეს, რომელსაც შენ ხელს ჰკიდებ, სხვისთვის სარგებელი არ მოაქვს და შეიძლება სასარგებლო იყოს მხოლოდ შენთვის, ამ ბიზნესს წარმატება არ უწერია.

ძირითადი პრინციპია, რომ უნდა გიხაროდეს, უნდა გიყვარდეს და გულით აკეთებდე ამ საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა ზომას, რადგან რაც უფრო პატარაა, მით უფრო საინტერესოა ბიზნესის აწყობა. საქმე აუცილებლად უნდა იყოს იმ ადამიანებზე გათვლილი, რომლებიც ამ სერვისით ან ამ ბიზნესით ისარგებლებენ. ეს ორი თანმხვედრი ატრიბუტი ქმნის წარმატებულ ბიზნესს.

მამუკა ხაზარაძეს ეროვნულ მუზეუმში, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაციაზე შევხვდით.