loader

ბულგარეთში ქალმა პრეზიდენტის სასახლის წინ თავი დაიწვა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბულგარეთში ქალმა პრეზიდენტის სასახლის წინ თავი დაიწვა (+18)

ვიდეო შეიცავს უმძიმეს კადრებს! ბულგარეთში, სოფიას ცენტრში, ქვეყნის პრეზიდენტის შტაბ-ბინის წინ 38 წლის ლიდია პეტროვამ თავი დაიწვა. ქალი მძიმედ დაშავდა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა - შემთხვევის თვითმხილველებმა ცეცხლის ჩაქრობა მოასწრეს.
ქალი პრეზიდენტის შტაბ-ბინასთან ავტომობილით მივიდა, შადრევანს მიუახლოვდა, ბენზინი გადაისხა და ასანთი აანთო. ახლოს მყოფი მოქალაქეები მას დასახმარებლად მივარდნენ და ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. ადგილზე მისულმა ექიმებმა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ დაადასტურეს, რომ ქალი ცოცხალი იყო, მაგრამ სერიოზული დამწვრობა მიიღო. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული.

ბულგარეთში ეს თავის დაწვის პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წელს თავის დაწვის შედეგად ექვსი მოქალაქე დაიღუპა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოქალაქეების ასეთი საქციელის მიზეზი მოსახლეობის რთული მატერიალური მდგომარეობა და სიტუაციის გაუმჯობესების რწმენის არქონაა.