loader

გადადგომაზე განცხადებისას ალექსი პეტრიაშვილმა შევარდნაძის პაროდია გააკეთა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადადგომაზე განცხადებისას ალექსი პეტრიაშვილმა შევარდნაძის პაროდია გააკეთა?

ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
ეს განცხადება პეტრიაშვილმა "მაესტროს " პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, როგორც ტელევიზიით გაიგო მისი მეგობრის და კოლეგის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ისე თვითონაც პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ ხვალ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

პეტრიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადების დროს ფრაზა: ”ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, ამიტომ მე გადავდექი” ცოტა უცნაური ინტონაციით წარმოთქვა, რამაც საზოგადოებას ექს პრეზიდენტ შევარდნაძის ასოციაცია გაუჩინა. სოციალურ ქსელებში ადამიანები წერენ, რომ პეტრიაშვილმა შევარდნაძის პაროდია გააკეთა.

იხილეთ ასევე: პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი - ირაკლი ალასანია

იყო თუ არა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული?

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია გადააყენა

ირაკლი ალასანიას საგანგებო განცხადება: "ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ტალახი, რომელსაც მესვრიან"

რა იქნება ალასანიას მთავარი მიზანი და ითანამშრომლებს თუ არა ის "ნაციონალებთან"