loader

გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომის მოწვევის თხოვნით მთავრობას და პარლამენტს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომის მოწვევის თხოვნით მთავრობას და პარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომის მოწვევის თხოვნით მთავრობას და პარლამენტს მიმართავს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსები არიან ბედნიერები, რომ ემსახურებიან ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში.

კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს - საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი.
აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი", - განაცხადა მარგველაშვილმა.