loader

7 წელი 2007 წლის 7 ნოემბრიდან - ემოციური ფოტოები "ინტერპრესნიუსის" ფოტოარქივიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 წელი 2007 წლის 7 ნოემბრიდან - ემოციური ფოტოები "ინტერპრესნიუსის" ფოტოარქივიდან

ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

გადაავლეთ თვალი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს "ინტერპრესნიუსის" ფოტოარქივიდან. მოვლენათა ეპიცენტრში ირაკლი გედენიძე, ნოდარ ცხვირაშვილი, ზურაბ თვაური და ფრიდონ გეგეშიძე მუშაობდნენ.

7 years since November 7, 2007 - Compelling photos from InterPressNews - Watch the video on georgianews.ge