loader

"შვილი სახლში მომიკლეს, მეტი სიმძიმე რა გინდათ?!" - მოქალაქე სახალხო დამცველის ოფისთან თავის დაწვით იმუქრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შვილი სახლში მომიკლეს, მეტი სიმძიმე რა გინდათ?!" - მოქალაქე სახალხო დამცველის ოფისთან თავის დაწვით იმუქრებოდა

თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მოქალაქე ალექსანდრე ხვედელიძე თავის დაწვით იმუქრებოდა. ამის შესახებ მან "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტს განუცხადა.

ალექსანდრე ხვედელიძის თქმით, სამართალი ვერ იპოვა და თავის დაწვის გარდა, არაფერი დარჩენია. მამაკაცის განმარტებით, 2013 წლის ნოემბერში, ხაშურში მისი ვაჟი - 21 წლის გიგი ხვედელიძე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულ ხვედელიძეების მეზობელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა.

სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის, ნათია კაციტაძის განცხადებით, ალექსანდრე ხვედელიძის საქმეს იცნობენ, თუმცა სახალხო დამცველს მხოლოდ რეკომენდაციის გაცემის საშუალება აქვს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი