loader

მკვლელობა პეკინზე: 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს და მის ბინაში ხანძარი გააჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა პეკინზე: 25 წლის მამაკაცი დანით მოკლეს და მის ბინაში ხანძარი გააჩინეს

თბილისში, პეკინის #14-ში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მის ბინას ცეცხლი, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით გაუჩინეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ყელის არეში იყო დაჭრილი. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ხანძარი ბინაში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, დაახლოებით 25 წლის მამაკაცი ტრანსსექსუალი იყო, ბინაში ქირით ცხოვრობდა და სილამაზის სალონში მუშაობდა.

ასევე იხილეთ: პეკინზე სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილი

პეკინზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს