loader

უმცირესობის წევრები თეთრი მაისურებით, წარწერით "არა ანექსიას", პარლამენტის სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმცირესობის წევრები თეთრი მაისურებით, წარწერით "არა ანექსიას", პარლამენტის სხდომაზე

საპარლამენტო უმცირესობა პროტესტის ნიშნად პლენარულ სხდომას თეთრი მაისურებით, წარწერით "არა ანექსიას" ესწრება.

როგორც უმცირესობის წევრები აცხადებენ, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს რუსეთის მხრიდან ოკუპაციასთან დაკავშირებით, უმცირესობამ გადაწყვიტა, პროტესტი ასე გამოხატოს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.