loader

რამდენ ხანში გამოვა ციხიდან ოლეგ მელნიკოვი და რა პრეტენზიები აქვს დათა ახალაიას ადვოკატს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენ ხანში გამოვა ციხიდან ოლეგ მელნიკოვი და რა პრეტენზიები აქვს დათა ახალაიას ადვოკატს

ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის საქმეზე ოლეგ მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოლეგ მელნიკოვს აღნიშნულ საკითხზე ორი წლით პატიმრობა და დამატებით ორი წლით გამოსაცდელი ვადა, ანუ პირობითი მსჯავრი დაედო. მოსამართლემ დააკმაყოფილა საპროცესო შეთანხმება და აღნიშნა, რომ მელნიკოვი აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კუდი-ს ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე, პატიმრობა 3 წლითა და 9 თვით განესაზღვრა. საპროცესო პირობების თანახმად კი, იგი მხოლოდ 2 წელს გაატარებს საპყრობილეში, დანარჩენი 1 წელი და 9 თვე კი იქნება მეთვალყურეობის ქვეშ.

მელნიკოვთან საპროცესო იმისთვის გაფორმდა, რომ დათა ახალაია, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა, გამტყუნდეს, - განაცხადა ოლეგ მელნიკოვთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.