loader

თუ არ გინდა, რომ შენი სახლი სანაგვეს დაემსგავსოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ არ გინდა, რომ შენი სახლი სანაგვეს დაემსგავსოს

"შენი ქალაქი - შენი სახლია", - ასე ჰქვია სოციალურ ვიდეორგოლებს, რომლებიც უკვე გამოჩნდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში. ვიდეორგოლების შექმნის ინიციატორი სამოქალაქო ჩართულობის ცენტრია, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლებას ისახავს მიზნად.

სამოქალაქო ჩართულობის ფონდი ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა კანონმდებლობას, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს არეგულირებს; ასევე, იმ ინსტიტუტთა საქმიანობის სფეროებს და მიმართულებებს, რომლებიც ამ დარგში ახორციელებენ აღსრულებითი ხასიათის საქმიანობას.

სამომავლოდ, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.