loader

წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, ლელა სულაქველიძის განცხადებით, ორი წლის გოგონა, რომელიც წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან გადმოვარდა, იაშვილის კლინიკაში მიყვანისას კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

მისი თქმით, ბავშვს თავის ტრავმებიდან გამომდინარე, ჰქონდა ცხვირიდან და პირიდან სისხლდენა. მისი ინფორმაციით, გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბოლო ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

გოგონას ოჯახი ირანიდან არის და წერეთელზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.