loader

ბებიას ტაქსიში მძინარე შვილიშვილი დარჩა - პატარა მშობლებთან პატრულმა დააბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბებიას ტაქსიში მძინარე შვილიშვილი დარჩა - პატარა მშობლებთან პატრულმა დააბრუნა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში დაკარგული ბავშვი იპოვეს და ოჯახს დაუბრუნეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა ქალბატონმა და განაცხადა, რომ ქობულეთში, ტაქსიში დარჩა მცირეწლოვანი მძინარე შვილიშვილი. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. წინასწარი ინფორმაციით, ცნობილი იყო ტაქსის სავარაუდო მიმართულება და ავტომანქანის ფერი.

გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისი-ლანჩხუთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრავი ყველა ავტომანქანა გადაამოწმეს. აღნიშნული ავტომაგისტრალის 55-ე კილომეტრზე გადამოწმების მიზნით შეჩერებულ ერთ-ერთ ავტომანქანაში მძინარე ბავშვი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ ტაქსის მძღოლმა არაფერი იცოდა, მას უკან არც მიუხედავს და ჩაძინებული პატარა არ უნახავს.