loader

"სამარცხვინოდ იქცევით, გმადლობთ" - საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამარცხვინოდ იქცევით, გმადლობთ" - საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა

საპარლამენტო უმცირესობამ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ დარბაზის დატოვების მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ ოპოზიციას არ ეძლევა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების საქციელს პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა. უმცირესობის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.