loader

რამდენი ადამიანი ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ადამიანი ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია "არა ანექსიას" საქართველოს ჰიმნით დასრულდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა აქციის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ხალხის რაოდენობამ, რომლებმაც რუსეთის ანექსია გააპროტესტეს, მათ მოლოდინს გადააჭარბა. აქცია 16.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" განაცხადი დაწერილი ჰქონდა 40-ათასიანი აქციის გამართვაზე, თუმცა ხალხის რაოდენობამ ამ ციფრს გადააჭარბა. უმცირესობის კიდევ ერთი დეპუტატი გოგა ხაჩიძე კი ვარაუდობს, რომ აქციაზე 30 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.