loader

TRACE Matrix ინდექსში, კორუფციის რისკის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

TRACE Matrix ინდექსში, კორუფციის რისკის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა

Trace International-ის TRACE Matrix ინდექსში, რომელიც ქვეყანაში ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის რისკებს აფასებს, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა. საქართველოს წინ მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიც არიან: ირლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, იაპონია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან, კორუფციის რისკის მიხედვით, საქართველო, გერმანია და აშშ ერთი და იგივე - 27 ქულით არის შეფასებული", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, TRACE Matrix ინდექსში ქვეყნების შეფასება ოთხ კატეგორიაში ხორციელდება: ბიზნესურთიერთობები ხელისუფლებასთან, ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება, ხელისუფლების და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა, სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობები.