loader

"შეიძლება კომიტეტის სხდომაზე მაიკით შემოვიდეს კორესპონდენტი?" - "ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიძლება კომიტეტის სხდომაზე მაიკით შემოვიდეს კორესპონდენტი?" - "ოცნების" დეპუტატი ჟურნალისტებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ (გია) ჯაფარიძეს პარლამენტში ჟურნალისტების ჩაცმის სტილი არ მოსწონს და მედიას ამის გამო აკრიტიკებს.

ჟურნალისტების ჩაცმულობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ჯაფარიძემ განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის დადგენილების პროექტის განხილვის დროს გამოხატა, როცა დეპუტატები საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესებში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

კერძოდ, დისკუსიის საგანია ის, უნდა დარჩეს თუ არა ძალაში ჰიმნის შესრულებისას მამაკაცებისთვის დაწესებული ქუდის მოხდის ვალდებულება, რასაც ახლა პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს. ჯაფარიძის აზრით, ქუდის მოხდის ვალდებულება, დადგენილების წესით, უნდა შენარჩუნდეს, რადგან მოდის თაობა, რომელმაც არ იცის, სად, როგორი გამოწყობილი მოვიდეს.

ასევე იხილეთ:

"შენ, ზურა, რაღაც ძველბიჭობ, ხო იცი ბოლო დროს..." - ვოლსკი ჯაფარიძეს

"გაგაგორებინებდი კოჭს, ქალი ხარ, პროსტა" - "ქუჩის ბირჟა" პარლამენტში

პროტესტი პარლამენტში უცენზურო სიტყვებით - ვის ეძღვნებოდა გიორგი ხასაიას პერფორმანსი