loader

"დელტაში" დარღვევები ფიქსირდება, თუმცა ეს ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დელტაში" დარღვევები ფიქსირდება, თუმცა ეს ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება"

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შემოწმებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები "დელტაშიც" აღმოაჩინა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს 2013 წელს, ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება.
"ჩვენ თავდაცვის სამინისტროში შევამოწმეთ "დელტა", ლოჯისტიკისა და ფინანსების დეპარტამენტი, შევედით კვების კომპანიაში, თუმცა იქ მთავარი პროკურატურის მიერ მასალები უკვე ამოღებული იყო და შესაბამისად, უარი ვთქვით ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნის გაცემაზე. რაც შეეხება უშუალოდ "დელტას", იქაც ფიქსირდება დარღვევები, თუმცა ეს არ შეეხება 2013 წლის პერიოდს. როგორც იცით, "დელტა" 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა", - განაცხადა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.