loader

მამაკაცმა მეზობელი პარკირების გამო სასტიკად სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა მეზობელი პარკირების გამო სასტიკად სცემა

ჩხუბი არასწორი პარკირების გამო ლამის ტრაგედიით დამთავრდა. დაზარალებულის ცოლის, ვიქტორია ერმოლაევას თქმით, მისმა მეუღლემ არასწორად დააყენა ეზოში მანქანა, რამაც მეზობლის განრისხება გამოიწვია. წყვილი უკვე სახლში ადიოდა, როდესაც მანქანის სიგნალიზაციის ხმა გაიგეს. ვიქტორიამ მეუღლეს - პაველს სთხოვა, ჩასულიყო და მანქანა გადაეყენებინა. როდესაც მამაკაცმა მანქანა სწორად დააყენა, რათა სხვებისთვის ხელი არ შეეშალა, მასთან განრისხებული მეზობელი მივარდა და ცემა დაუწყო.

შემთხვევა იქვე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. პაველი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ექიმებმა თავის ქალის ღია ტრავმა დაუდგინეს. თავდამსხმელზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.