loader

"საკმარისად ვაგე დაუმსახურებლად პასუხი"- ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საკმარისად ვაგე დაუმსახურებლად პასუხი"- ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც დარბაზიდან განთავისუფლების შემდეგ ლევან ჩაჩუამ განაცხადა, იგი თავად არის დაინტერესებული ამ პროცესით და სრულ თანადგომას უცხადებს სასამართლოს, რათა დადგეს ობიექტური განაჩენი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 2014 წლის 20 მარტს დააკავა.

პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.

იხილეთ ასევე: თუკი ზურაბ ჟვანიას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ექსპერტიზამ ზუსტად უნდა უპასუხოს - ნინო ქადაგიძე-ჟვანია