loader

რუსეთის ცაზე უზარმაზარი აფეთქება დააფიქსირეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის ცაზე უზარმაზარი აფეთქება დააფიქსირეს

14 ნოემბერს რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში, საღამოს საათებში ცაზე უჩვეულო ნათება დაფიქსირდა. "პარასკევს რეჟისკენ მიმავალ გზაზე ცაზე აფეთქება ვნახეთ. ახალ ამბებში ამის შესახებ არაფერი უთქვამთ", - წერს Youtube-ის მომხმარებელი ვიაჩესლავ ბულატოვი.

თვითმხილველის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერზე ცაზე უზარმაზარი ყვითელი ნათება ჩანს, რომელმაც რამდენიმე წამით გარშემო ყველაფერი გაანათა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მეტეორიტების კომიტეტის წევრი ვიქტორ გროხოვსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლოვანი აფეთქება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე რუსმა გადაიღო, შეეძლო ბოლიდს (მეტისმეტად კაშკაშა მეტეორი) დაეტოვებინა.